დახედეთ სურათს და აირჩიეთ ის გული, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის გაკეთებას დიდი ხანი არ მოანდომოთ — ენდეთ პირველ შთაბეჭდილებას.
შემდეგ კი ნახეთ, რა სიბრძნეს გაგიზიარებდათ ერიხ ფრომი, თუ მასთან შეხვედრა მოგიწევდათ.
ერიხ ფრომის ტესტი
თუ აირჩიეთ:
გული №1 - ადამიანისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, გარდა საკუთარი თავისა და სიცოცხლის ხელოვნებისა. ის არსებობს ყველაფრისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის.
გული №2 - თანამედროვე ადამიანი ფიქრობს, რომ დროს კარგავს, როცა სწრაფად არ მოქმედებს. მაგრამ მან არ იცის, რა მოუხერხოს მოგებულ დროს. ამიტომ მხოლოდ კლავს მას.
გული №3 - თუ მიყვარს, კიდეც ვზრუნავ. ანუ მაყურებელი კი არ ვარ, არამედ აქტიურად ვმონაწილეობ სხვა ადამიანის განვითარებასა და ბედნიერებაში.
გული №4 - ჩვენს დროში ადამიანთა უმრავლესობისთვის ბედნიერება - ეს იმით კმაყოფილებაა, რომ სხვებზე მეტს იღებენ.
გული №5 - ეგოიზმი - ეს საკუთარი თავისადმი სიყვარულის ნაკლებობაა და არა პირიქით. ვისაც თავი არ უყვარს, გამუდმებით შფოთავს საკუთარ თავზე.
გული №6 - საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების ცოდნა იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ეს ჩვენს უმავლესობას ჰგონია. ეს ადამიანის ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. ჩვენ სასოწარკვეთით ვცდილობთ გავშორდეთ ამ პრობლემას იმით, რომ სტანდარტულ მიზნებს საკუთარ სურვილებად აღვიქვამთ.