თბილისი, 30 მარტი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ორ სპეცოპერაციას ატარებენ – თბილისში, ფონიჭალაში და კახეთში – ლაგოდეხში, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
ფონიჭალაში უკვე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
ლაგოდეხშიც დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მასმედიის მონაცემებით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორებს უკავშირდება.