მსოფლიო დღეს

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით, იუწყება Associated Press ვატიკანზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის პაპს, რომელსაც ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი აქვს ამოკვეთილი, ბოლო დღეებში სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ამის გამო გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია.
ვატიკანის პრეს-მდივანმა მატეო ბრუნიმ დააზუსტა, რომ პაპს COVID-19 არ აქვს.

„ტესტებმა რესპირატორული ინფექცია გამოავლინა (მაგრამ არა COVID-19), რასაც საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობა დასჭირდება“, — აღნიშნა ბრუნიმ.

მანამდე, 2021 წლის ივლისში ფრანცისკმა 10 დღე დაჰყო საავადმყოფოში, სადაც მას მსხვილ ნაწლავზე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმებმა პაპს ნაწლავის 33 სმ ამოკვეთეს.