რაჭაში კლდე ჩამოიშალა: გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზაზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინციდენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მოხდა.
მომხდარის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.