ქუთაისში კონტროლიორმა მგზავრს უკბინა

Sputnik
თბილისი, 25 მარტი − Sputnik. ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორმა მგზავრი უკბინა, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის" წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მგზავრმა კი მითითება არ შეასრულა. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მგზავრის დაკბენით დასრულდა.
წყარო - „მთავარი არხი“.