ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით SOCAR-სა და Kazmunaigas-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო, იუწყება „სოკარის“ პრესსამსახური.
„თენგიზის“ საბადოდან ყაზახეთის ნავთობის პირველი პარტია ტანკერით „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევი“ აქტაუს პორტიდან სანგაჩალის ტერმინალში 23 მარტს გადაზიდეს. ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით „სოკარსა“ და „ყაზმუნაიგაზს“ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნედლეულის ტრანზიტს ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ 2023 წლის ბოლომდე კასპიის ზღვის გავლით თვეში 12-14 რეისის განხორციელება იგეგმება. ტანკერი „შუშა“, რომელიც ყაზახური ნავთობის მომდევნო პარტიას მიაწოდებს, აქტაუს პორტს 27 მარტს დატოვებს.
მანამდე Kazmunaigas-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ბულატ ზაქიროვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი გეგმავს „თენგიზის“ საბადოდან ნავთობის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ხოლო მისი ნავთობით შევსება – 2005 წლის 18 მაისს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ერთ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეოჰანის მილსადენი ერთ თვეში 20 მილიონ ბარელზე მეტს ატარებს.