თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იტყობინება ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების პრევენციის და შედეგების აღმოფხვრის სამთავრობო სამმართველოზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ 4,7 მაგნიტუდის ბიძგები ქაჰრამანმარაშის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი გექსუნის რაიონში მდებარეობდა. კერა 7,34 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 50 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრებს „საუკუნის კატასტროფა“ უწოდა.