თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალის, თერგის, რეზო ჩხეიძის, პეტრიაშვილის, უმიკაშვილის, ბარნოვის, კეკელიძის, ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, კერესელიძეს და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, პეტრე ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, იასამნის, ლისის, ნეკერჩხლის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, თორნიკე ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, პროლეტარის, წყალტუბოს, ბაღის, რაფიელ აგლაძის, ტრანსპორტის, სამტრედიის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, წყალტუბოს, ბაღის, რაფიელ აგლაძის, მირცხულავას და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), მათიაშვილის, მეველეს, ჭრელაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის, უჯარმის, ნავთლუღის, საექიმოს, სოფრომაძს, დოდაშვილის და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და დაბა წავკისის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.