თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 10 პირი დააკავეს, 2 კი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 28-დან 60 წლამდეა, მათ შორის რამდენიმე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და შაშხანა, ასევე ნარკოტიკული საშუალება.
საქმეზე საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) და 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.