თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ვანდალიზმისთვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.
იგივე ჯარიმა დაწესდება სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.