იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა პაციენტების მისაღებად მზად არის

2022 წლის ოქტომბერში საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თბილისში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო გარემონტდა და ახლა, ხუთი თვის შემდეგ მზად არის პაციენტების მისაღებად, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების გვერდზე სოციალურ ქსელში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
2022 წლის ოქტომბერში საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა და რემონტი დაიწყო. დროებით იყო შეჩერებული სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა.

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განახლებულია და ჩვენ მზად ვართ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და მულტიფუნქციური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

იმ რემონტამდე, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, სრულიად გარემონტდა აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - მრავალპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი დიაგნოზის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის. საავადმყოფო 1965 წელს გაიხსნა.