სურამი ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს
ეს ადგილი ცნობილია სამკურნალო კლიმატითა და ლამაზი პეიზაჟებით. სურამის მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით სასუნთ სისტემაზე
სურამში ძალიან ხშირად ჩადიან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
აქ უამრავი ღირსშესანიშნაობაა
ერთ-ერთი უმთავრესი სურამის ციხეა, რომელიც XII საუკუნეში აიგო
ციხე-სიმაგრე 1200 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული
ციხე მდინარე სურამულას მიმდებარედ კლდეზეა აღმართული. მისი პოვნა ძალიან მარტივია, რადგან სურამში ყველა მხრიდან კარგად ჩანს
არსებობს ვერსია, რომ სურამის პირველი ციხე მეფე ფარნაჯომმა ააგო II საუკუნის პირველ ნახევარში, თუმცა ჩვენამდე XII საუკუნის ციხემ მოაღწია
მაშინ ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო საქართველოში
ციტადელზე ვიწრო კიბე ადის. კომპლექსში შედის ციხის კედელი, კოშკი, სასახლე და პატარა ეკლესია. კედლიდან შესანიშნავი ხედი იშლება მთელ სურამზე
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ციხის კედლებში ცოცხლად ჩააყოლეს ახალგაზრდა სახელად ზურაბი, რომელიც ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. კედლის ამ მონაკვეთიდან მოედინება სუფთა წყალი - დედის ცრემლები
ციხე-სიმაგრის მახლობლად მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული
ოდესღაც ეს ეკლესია სომხური იყო
თუ სურამში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ციხე-სიმაგრე. ამას სულ 40 წუთი ეყოფა
ხოლო თუ მეტი დრო გექნებათ, შეგიძლიათ სურამის ისტორიას კიდევ უკეთ გაეცნოთ
გარდა ხშირი ტყისა, სურამში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც „რკინის წყალს“ უწოდებენ. ადგილობრივებმა წყაროს ასე რკინის მაღალი შემცველობის გამო უწოდეს
სამკურნალო წყალი ყველას შეუძლია გასინჯოს. წყარო სურამის ცენტრში მდებარეობს. მისი დახმარებით მკურნალობენ ანემიას, დაბალ ჰემოგლობინს, ნერვული სისტემისა და ნაწლავების დაავადებებს
სურამი ასევე ცნობილია ნაზუქებით. ეს სურამის ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა
ნაზუქი ჩვეულებრივ თონეში ცხვება. ძირითადად მას სურამის მთავარ მაგისტრალზე ყიდიან
კიდევ ერთი ნუგბარი, რომელიც შეგიძლიათ სურამში გასინჯოთ, არის ფიჭვის გირჩის მურაბა. ვინაიდან სურამი ტყით არის გარშემორტყმული, ინგრედიენტების ნაკლებობა აქ არასდროს აქვთ, ამიტომ ასეთი მურაბის შეძენას ყველგან შეძლებთ