სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა

ოფიციალური ერევანი თბილისთან ურთიერთობის გაფართოებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს, აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობით, განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრაზე, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
სომხეთის პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებას.
ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების რეგულარულ შეხვედრებზე საუბრისას სიმონიანმა განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრა წელს სომხეთში გაიმართება.
თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთი მისთვის მშობლიური ქვეყანაა, მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს.
დიპლომატის თქმით, ძნელია წარმოიდგინო საქართველო მდიდარი სომხური კულტურის ელემენტების გარეშე.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ ერევანსა და თბილისს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.