თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად დაიცვას „გაეროცენტრული“ საერთაშორისო სისტემები და მსოფლიო წესრიგი, განაცხადა მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა.
„ჩინეთი და რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფოები და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო საქმეებში. მშფოთვარე სამყაროში ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად მტკიცედ დაიცვას გაეროცენტრული საერთაშორისო სისტემა, იდგეს მსოფლიო წესრიგის სადარაჯოზე, რომელიც საერთაშორისო სამართალზე და საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ ნორმებზეა დაფუნებული და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს ემყარება, იცავს ჭეშმარიტ მრავალმხრივობას, ხელს უწყობს გლობალურ მრავალპოლარულობასა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას, გლობალური მმართველობის განვითარებას უფრო სამართლიანი და რაციონალური მიმართულებით“, — აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინი მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით ჩავიდა. ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტია, რომელიც მისი ქვეყნის ლიდერად ხელახალი, მესამე ვადით არჩევის შემდეგ განხორციელდა.