„და აქ გადაწყვიტეს გაასამართლონ სხვა ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც ICC-ში იმავე მოტივით არ მონაწილეობს, რომლითაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები არ მონაწილეობენ. აშკარაა, რომ იმავე პინდოსტანიდან მაქსიმალურად ხისტი მითითება მიიღეს. გასაგებია, რომ არანაირი პრაქტიკული ღირებულება არ არსებობს, მაგრამ გმადლობთ, რომ გაგახსენდით“, — წერს მედვედევი.
„ბატონებო, ღმერთი და რაკეტები ყველას გვიყურებენ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვაში მდგარი რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს შენობის მიმართულებით. სამწუხაროდ, მისი ჩამოგდება შეუძლებელია. თანაც სასამართლო უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომ ომსაც ვერ დაიწყებენ. შეეშინდებათ. და არც არაცის შეეცოდება. ასე რომ, მოქალაქე მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში“, — აფრთხილებს მედვედევი მოსამართლეებს.