თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ჯავახეთის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, მელიტონ ქანთარიას, ინტენსიფიკაციის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ავთო ვარაზის, ტაბიძის, ნინო ზაალიშვილის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ილია ვეკუას და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის, მეველეს, გუდარეხის და აბაკელიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასალის, კახაბერ კაციტაძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.