თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსთავში მდებარე არმატურის მწარმოებელი ქარხანა „ჯეოსტილის“ 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, მუშები ხელფასების გაზრდას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და უფლებების დაცვას ითხოვენ.
გარდა ამისა, საწარმოს თანამშრომლები კომპანიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
გაფიცვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქარხნის ადმინისტრაციამ ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჯეოსტილი“ არის ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა და ის უცხოური ინვესტიციებით შეიქმნა. კომპანია არის თერმომექანიკურად დამუშავებული ფოლადის არმატურის და ფოლადის წნელების წამყვანი მწარმოებელი.