თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატოში შესვლას უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტაში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს მიმართა თხოვნით, მოახდინოს ფინეთის ნატოში წევრობის რატიფიკაცია. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი საყოველთაო არჩევნებამდე დამთავრდება, რომელიც 14 მაისს არის დანიშნული.
„მჯერა, რომ ფინეთის შესვლით ნატო გაძლიერდება და ამგვარად აქტიურ როლს შეასრულებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს შვედეთთან.
„გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმთან ბრძოლასთან ჩვენი მიდგომის საფუძველზე. ის, თუ როგორ წარიმართება პროცესი, პირდაპირ იქნება დამოკიდებული შვედეთის კონკრეტულ ნაბიჯებთან“, – განაცხადა ერდოღანმა.