საქართველოს ხელისუფლება ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას იწყებს

ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო თანხები 10 ახალი ტურისტული ლოკაციის განვითარებაზე, რომელთა აღდგენაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობამ ახალი ტურისტული ადგილების განვითარებაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოყო. რომელი ლოკაციების მოდერნიზება მოხდება, უწყებაში ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ.
ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას.
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას უზარმაზარი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო - 1 ივნისს.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2022 წელს 188,5%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან მაჩვენებლები აღდგენილია 58%-ით.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია