თბილისი, 18 მარტი – Sputnik. 18 მარტიდან 300-ზე მეტი დასახელების ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
2023 წლიდან სახელმწიფომ დააწესა ფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა. მთლიანობაში ზღვრული ფასი უკვე 1,1 ათასზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება და უახლოეს მომავალში წამლების სია კიდევ უფრო გაიზრდება.
„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ამის ხარჯზე ყოველწლიურად მოქალაქეები დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკონომიას შეძლებენ.
წამლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.