თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გურიაში, გომისმთის მიწებთან დაკავშირებით თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალი წაუყენა.
გამოძიების შედეგად გამოირკვა, რომ ბრალდებულებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში საჯარო რეესტრში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები იმის თაობაზე, თითქოს გომისთაში 2007 წლამდე მიწებს ფლობდნენ.
„აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 815 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 180.807 ლარის ზიანი მიაყენეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათ ბრალდება წარედგინათ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლებით.
ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ისინი დამნაშავედ აღიარეს და ჩამოართვეს მიწის ნაკვეთები.