თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ჩინეთი კვლავაც განაგრძობს რუსეთთან მხარდამხარ სტრატეგიულ თანამშრომლობას, განაცხადა ჩინეთის ელჩმა მოსკოვში ჟან ჰანჰუიმ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ჩინეთი რუსეთთან ერთად განაგრძობს მრავალპოლარული სამყაროსა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციის პრინციპების ხელშეწყობას, გლობალური სტრატეგიული ბალანსისა და სტაბილურობის საიმედო გარანტიების უზრუნველყოფას“, — თქვა დიპლომატმა.
ჰანჰუის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ტურბულენტური ვითარებისა, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები მხოლოდ მყარდება — საერთაშორისო არენაზე არასტაბილური ვითარების საპასუხოდ. ეს კი, მისი თქმით, „ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ნიმუშია“.
ამასთან დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არ წარმოადგენს საშიშროებას სხვა სახელმწიფოებისთვის და, ამასთან, არ უშვებს მესამე ქვეყნების ჩარევასა და პროვოკაციას.