მსოფლიო დღეს

ქალმა პირბადის მოხსნაზე უარი თქვა და 100 ათასი დოლარი არ აიღო

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ კირშმა, რომელმაც COVID-19-ის ადრეული მკურნალობის ფონდი (CETF) დააარსა, თვითმფრინავში თანამგზავრ ქალს სამედიცინო ნიღბის მოხსნაში 100.000 დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
ამის შესახებ თავად მილიონერმა დაწერა საკუთარ Twitter-ზე.
კირშის თქმით, ის ცდილობდა აეხსნა გვერდით მჯდომი ქალისთვის, რომ სამედიცინო ნიღაბი არაეფექტურია, მაგრამ ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო, რომ ვირუსისგან სწორედ პირბადე იცავდა.

„ახლა Delta-ს ბორტზე ვარ. ადამიანმა, რომელიც გვერდით მიზის პირველი კლასის სალონში, უარი მითხრა 100.000 დოლარზე იმის სანაცვლოდ, რომ პირბადე მოეხსნა და ისე ემგზავრა მთელი გზა. არ ვხუმრობ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავუხსენი, რომ ნიღბები არ მუშაობს. ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელია“, — წერს კირში.

როგორც ბიზნესმენმა დაწერა კომენტარებში, ქალმა პირბადე მხოლოდ საუზმისას მოიხსნა და განაცხადა, რომ ჭამის დროს COVID-19-ით ინფიცირება შეუძლებელია. მართალია, კირში შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ინფიცირების ალბათობას ჭამის პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვირუსის გადასადებად მხოლოდ ერთი ჩასუნთქვაა საკმარისი, მაგრამ თანამგზავრი შეუვალი აღმოჩნდა.
სტივენ ტოდ კირში ამერიკელი მეწარმეა, რომელსაც რამდენიმე კომპანია აქვს დაარსებული. ამასთან ის იმ ორი გამომგონებლიდან ერთ-ერთია, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონეს ოპტიკური „მაუსი“.