თბილისი, 14 მარტი – Sputnik. იტალიური კლუბი „ნაპოლის“ ნახევარმცველი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა, წერს იტალიური სპორტული გამოცემა Football-Italia იტალიის ჩემპიონატის 22 ტურის შედეგების შეჯამებისას.
კვარაცხელიამ სერია А–ს 22 ტურში თავი გამოიჩინა 22 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით.
„ძნელია„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათება ქების გარეშე, რასაც იტალიური პრესა აკეთებს „ატალანტასთან“ მისი წარმოუდგენელი გოლის შემდეგ. 22 წლის ქართველი გარემარბი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია სერია A-ში პირველ 22 მატჩში 11 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით“, – წერს გამოცემა.
Football-Italia–ს აზრით, კვარაცხელია გუნდს იტალიის თასამდე მიიყვანს 30 წლის შემდეგ.
„კვარაცხელიამ შაბათს „ატალანტასთან“ „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა, გოლით, რომელიც ასახავს, თურატომ არის თავისი თაობის გამორჩეული ტალანტი – სწრაფი ფეხებითა დაბურთთან ჯადოსნური შეხებით“, – წერს სტატიის ავტორი.
ხვიჩას ნიჭზე მუდმივად წერენ სხვა იტალიური გაზეთებიც. მაგალითად, La Gazzetta dello Sport–მა ქართველი თავდამსხმელი „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩის გამო შეაქო.
„ძნელია, ამ ბიჭს ზედსართავი სახელი მოუძებნო, რომელიც ფეხბურთის არსია“, – წერს სტატიის ავტორი.
Tuttosport–მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ–ერთი 8იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე ენთუზიაზმით მისვლას აიძულებს: „მან თამაში ოსტატური შესრულებით გახსნა დამეტოქის დაცვა სახტად დატოვა“.
გამოცემა ასევე აქვეყნებს კვარაცხელიას ბოლო თამაშის შეფასებებს იტალიურ გაზეთებში: Gazetta dello Sport – 8, Tuttosport – 8, Corriere dello Sport – 8, Il Matino – 8, Corriere della Sera – 7,5.
შემდეგ მატჩს „ნაპოლის“ შემადგენლობაში კვარაცხელია ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის ფარგლებში „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.
„ნაპოლიმ“ ბოლო შვიდ მატჩში ექვსჯერ გაიმარჯვა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.