მერაბ დვალიშვილი UFC-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა

32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) UFC-ს რეიტინგში თავისი პოზიციები გააუმჯობესა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
დვალიშვილმა პოზიციები თავისი ერთ-ერთი უმთავრესი და პრინციპული კონკურენტის, დივიზონის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის დამარცხების შედეგად გაიუმჯობესა. აღნიშნული ბრძოლა 12 მარტს UFC Fight Nights 221-ის ტურნირზე ლას-ვეგასში გაიმართა. მანამდე დვალიშვილი რეიტინგში მესამე ადგილზე, პიოტრ იანი კი მეორე ადგილზე იყო (61,2 კგ-მდე წონითი კატეგორია).
გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლმა შონ ო'მელმა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, იანმა კი მეოთხეზე, მესამე ადგილზეა მარლონ ვერა.
32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. იგი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით, რუს პიოტრ იანთან შეხვედრამდე მან მკერდზე საქართველოს რუკა ამოისვირინგა და ოქტაგონზე ისე გავიდა.