მსოფლიო დღეს

ბაიდენს არ აღელვებს ჩინეთის რეაქცია სუბმარინების შეთანხმებაზე

Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ აღელვებს პეკინის რეაქცია ბლოკ AUKUS-ის მიერ ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც წყალქვეშა ნავების ერთობლივ აგებასა და ითვალისწინებს ჩინეთის შეკავების მიზნით.
რეპორტიორის კითხვაზე, აწუხებს თუ არა პრეზიდენტს ის, რომ პეკინი AUKUS-ის წევრებისთვის სუბმარინების მიყიდვას აგრესიულ ნაბიჯად ჩათვლის, ბაიდენმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან საუბარს გეგმავს, თუმცა არა უახლოეს მომავალში.
ჩინელ კოლეგასთან დალაპარაკების სურვილი ჯო ბაიდენს მანამდეც, თებერვლის შუა რიცხვებშიც გამოთქვა, როდესაც ჩინურმა სადაზვერვო აეროსტატმა აშშ-ის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. თუმცა ეს საუბარი არ შედგა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა გასულ კვირაში, ვაშინგტონს პეკინთან რეგულარული კონტაქტების აღდგენა სურს. მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს ჩინეთის მთავრობის მუშაობის განახლებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გეგმავს.