მსოფლიო დღეს

თურქეთში მიწისძვრებით დაღუპულთა შორის რამდენიმე ათასი უცხოელია

Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპული 48,4 ათასი ადამიანიდან რამდენიმე ათასი უცხოელი აღმოჩნდა, იუწყება Hrriyet თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელ მსხვერპლთა უმრავლესობა სირიელია.

„ამ დროისათვის ჩვენ ვიცით 48.448 დაღუპულის შესახებ. მიწისძვრების შედეგად დაღუპული უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა 6.660 ადამიანს შეადგენს“, — განაცხადა სოილუმ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად დროებით საცხოვრებელ სახლებში არიან განთავსებული, დაახლოებით 85 ათასი ადამიანია.
თურქეთის ხელისუფლება ამ დროისათვის კვლავ განაგრძობს ნანგრევების ლიკვიდაციაზე მუშაობას. დღეისათვის ნანგრევების დაახლოებით 20%-ია გატანილი.