თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 61,1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 324 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერთან შედარებით 21,2%-ით ნაკლებია.
ინვესტიციები საქართველოში 2022 წელს, ქვეყნების სამეული (ქვეყანა; მლნ დოლარი; წილი, %)
ესპანეთი - 165,9 22,3
დიდი ბრიტანეთი - 122,9 16,5
ირლანდია - 120,3 16,1
დიდი ბრიტანეთი - 428,3 21,4
ესპანეთი - 367,0 18,3
აშშ - 163,9 8,2
ინვესტიციები ასევე შემოვიდა ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რომელ დარგებში აბანდებენ
2022 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ენერგეტიკა, საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება, წყალმომარაგება, დასვენება, ხელოვნება, გართობა და ენერგეტიკა.
ინვესტიციები საქართველოში 2022 წელს, ლიდერთა სამეული
(დარგი; მლნ დოლარი; წილი, %)
საფინანსო სექტორი - 526,4 26,3
უძრავი ქონება - 406,9 20,3
წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 197,0 9,9
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, განათლებაში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, სამთომომპოვებელ საქმიანობაში, პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში.
რეინვესტიციები
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 67,5%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა. 2021 წელს რეინვესტიციის მოცულობამ 770 მლნ დოლარი შეადგინა.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებდნენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.