ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

შემთხვევა ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის კლუბში დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.