თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცა, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.
უწყების ცნობით, 2023 წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ასევე, ქობულეთში დაგეგმილია მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა, სადაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 120 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინებს.