მსოფლიო დღეს

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

ერდოღანი წინასაარჩევნო კამპანიას მუსიკალური თანხლების გარეშე ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ, იუწყება თურქული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა 14 მაისს გაიმართება. თურქეთის ლიდერმა არჩევნების თარიღი ქვეყანაში თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების მიუხედავად არ გადასწია.
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში 45 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, არჩევნების ჩატარების თარიღი დისკუსიის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მიწისძვრის შედეგების მასშტაბებიდან გამომდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შედარებით გვიან უნდა ჩატარებულიყო.
ერდოღანის მთავარი ოპონენტი ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება.
ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკალური თანხლების გარეშე გამართვა გადაწყვიტა.