მსოფლიო დღეს

თელ-ავივის ცენტრში სროლა იყო - დამნაშავე განეიტრალებულია

ისრაელის მთავრობის სამართლებრივი რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა საპროტესტო მსვლელობა, რა დროსაც აქციის სიახლოვეს სროლა მოხდა
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თელ-ავივის ცენტრში, დიზენგოფის ქუჩაზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“ ისრაელის პორტალ Ynet-ზე დაყრდნობით.
პოლიციელებმა დამნაშავე „გაანეიტრალებს“. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა სამთავრობო სამართლებრივი რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, რომელიც თელ-ავივის ცენტრში იმართებოდა.