რუსთაველის გამზირი ღამის არეულობის შემდეგ - ფოტო

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ, რათა ქალაქის მთავარი გამზირი გაეწმინდათ ნაგვისგან, აგურებისგან და შუშის ნამსხვრევებისგან.
Sputnik
წუხელ პოლიციის სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი ძალისმიერი მეთოდით დაიკავა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს ქვებით, პლასტიკისა და შუშის ბოთლებით და ჯოხებით. პოლიციელებს ასევე ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პეტარდები და ცრემლმდენი გაზის ყუმბარები, რომლებიც სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა.
1 / 21

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ

2 / 21

ღამით პარლამენტთან არეულობა იყო. სპეცრაზმმა გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყო

3 / 21

ქალაქის მეეზოვეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად

4 / 21

გამზირზე დილიდან სიჩუმე იყო, თუმცა მალე ადგილზე გამოჩნდნენ ქართული ტელეარხების ოპერატორები

5 / 21

სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია დატოვა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის კონტროლს განაგრძობენ

6 / 21

მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელებში უამრავი ნაგავი დარჩა

7 / 21

ცრემლსადენი გაზის შეტევისას გაქცეული დემონსტრანტები ძირს ყრიდნენ ნიღბებს, ბოთლებსა და ჭიქებს

8 / 21

ახლა ეს მიწისქვეშა გადასასვლელებიც დასუფთავდა

9 / 21

თუმცა თავდაპირველად დასუფთავება პარლამენტთან დაიწყო

10 / 21

ადგილიდან გაიტანეს რკინის კონსტრუქციები, რომლებითაც მომიტინგეები პოლიციასთან დაპირისპირებისას თავს იცავდნენ

11 / 21

ქუჩის სკამების დიდი ნაწილი დამტვრეულია, ვინაიდან აქციის მონაწილეები სკამების დეტალებსაც იყენებდნენ დაძაბულობისას

12 / 21

აქციის დაშლას მიმდებარედ დარგული მცენარეებიც შეეწირა

13 / 21

არეულობისას დაზიანდა ელექტროსკუტერებიც

14 / 21

მეეზოვეებს ტერიტორიის დასალაგებლად დიდი დრო და ენერგია დასჭირდათ

15 / 21

დაზიანებული მაღაზიების და კერძო კომპანიების თანამშრომლები თავად ალაგებენ საკუთარ დაწესებულებებს

16 / 21

ეს მონაკვეთი დასუფთავების შემდეგ გულდასმით მორეცხეს, თუმცა ცრემლსადენი გაზის სუნი კვლავ იგრძნობოდა

17 / 21

ბევრი გამვლელი სახეზე პირბადეს იკეთებდა

18 / 21

დილიდან პარლამენტთან მორიგეობდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ისინი საღამომდე აქ იქნებიან, ვინაიდან ოპოზიციამ ახალი აქცია დააანონსა

19 / 21

ახალი აქციის შემდეგ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ალბათ, კიდევ მოუწევთ აქ დაბრუნება

20 / 21

ასეთი აქციების შემდეგ ყოველთვის ბევრი ნარჩენი გროვდება

21 / 21

თბილისის მეეზოვეებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდებათ წინ, თუმცა მათი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც, მუდმივ დაღლილობასა და თავჩაუხრელ შრომასთან ასოცირდება