მსოფლიო დღეს

„ამბიციური მიზანი“: ლუკაშენკო SCO-ში გაწევრიანებას სექტემბრამდე გეგმავს

Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბელარუსის მიზანია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) 2023 წლის დელის სამიტამდე შეუერთდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

„ჩვენ ამბიციური მიზანი დავისახეთ: ორგანიზაციაში გაწევრიანების გზა დელიში დაგეგმილ სამიტამდე ბოლომდე გავიაროთ. ეს სხვებისთვის კარგი გამოცდილება იქნება“, — აღნიშნა მან.

დღეს ლუკაშენკო SCO-ს გენერალურ მდივანს ჩჟან მინს ხვდება.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა განაცხადა შეხვედრაზე, ბელარუსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და კონსტრუქციული, ნაყოფიერი დიალოგის იმედი აქვს SCO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
SCO-ს სამიტი 2023 წლის ივნისში გაიმართება ნიუ-დელიში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.