მსოფლიო დღეს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე: ნედ პრაისი თანამდებობიდან მიდის

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი თანამდებობას ტოვებს, იუწყება The Hill.
გავრცელებული ინფორმაციით, პრაისი არ ტოვებს სახელმწიფო დეპარტამენტს — ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გუნდს შეუერთდება მარტის ბოლოს.
შემცვლელის დასახელებამდე მისი მოვალეობის შესრულება ნედ პრაისის ამჟამინდელ მოადგილეს ვედანტა პატელს დაეკისრება.

„ამერიკელებისა და მთელი მსოფლიოსთვის ნედ პრაისი ხშირად იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა. იგი მუშაობდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“, — ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენმა მადლობა გადაუხადა პრაისს ყოველდღიური ბრიფინგების განახლებისა და ადმინისტრაციის პოლიტიკური პრიორიტეტების მკაფიო გაგებისთვის.
როგორც აღინიშნება, ნედ პრაისმა რეკორდი დაამყარა ბაიდენის ადმინისტრაციაში ფედერალური უწყების სპიკერის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით.