„გამოძიების ვერსიით, ზღვაში საიდუმლო ოპერაციაში ექვსკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა — ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი. ჯგუფში შედიოდნენ: კაპიტანი, ორი მყვინთავი, ორი დამხმარე და ექიმი. დივერსიის ადგილზე ასაფეთქებელი სწორედ მათ მიიტანეს და დაამონტაჟეს. დივერსანტების ეროვნება გაურკვეველია. იახტის დასაქირავებლად მათ მაღალ დონეზე დამზადებული ყალბი პასპორტები გამოიყენეს“, — ნათქვამია სტატიაში.
„მიუხედავად იმისა, რომ კვალს უკრაინისკენ მივყავართ, საგამოძიებო ჯგუფმა ჯერ ვერ შეძლო გაერკვია, ვინ მისცა დაკვეთა სავარაუდო დამნაშავეებს. საერთაშორისო უსაფრთხოების წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ოპერაცია სხვისი დროშით. ანუ კვალი, რომელსაც უკრაინის დამნაშავეობამდე მივყავართ, შესაძლოა განზრახ იყოს დატოვებული. თუმცა ამგვარი სცენარის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოძიებამ, როგორც ჩანს, ვერ იპოვა“, — ნათქვამია სტატიაში.