მსოფლიო დღეს

თურქეთის ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი წარადგინა

Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თურქეთის ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „სახალხო ალიანსმა“ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი წარადგინა, იუწყება სააგენტო Reuters.
ეს სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა. აღნიშნული პარტია თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააფუძნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატი გაიმარჯვებს, სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი უფლებამოსილების შეზღუდვასა და საპარლამენტო სისტემის ელემენტების გაძლიერებას გეგმავს.
მანამდე თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 10 მარტს არჩევნებისთვის მზადების შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. ამის შემდეგ დაიწყება 60-დღიანი წინასაარჩევნო პერიოდი, ხოლო უშუალოდ არჩევნები, სავარაუდოდ, 14 მაისს გაიმართება.