თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რომის თავზე იტალიის საჰაერო ძალების ორი სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა, იუწყება „რია ნოვოსტი“ Corriere della Sera-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი მოხდა ქალაქ გუიდონია-მონტეჩელოს მახლობლად, იტალიის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
„შეჯახება მოხდა ფრენის დროს ერთობლივი მანევრების შესრულებისას, ერთ-ერთი თვითმფრინავი შენობას დაეცა. გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მეორე მინდორში ჩამოვარდა", – წერს გაზეთი.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ.