თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ივლეთის, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის და მალხაზ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანი 2-ის დასახლების და დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ასათიანის, თაბუკაშვილის და ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიბოედოვის ქუჩისმოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქრაძის, ზაქარია ვეშაპურის, იონა მეუნარგიას, არჩილ ქურდიანის, სოლომონ ქურდიანის და გიორგი გურგენიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ მახალდიანის, რკინიგზის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: . ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სერგო წულაძის, ციხისძირის, გია ბაქარაშვილის, თეთრიწყაროს, როსტომ ქობელაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.