თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ხაიში–მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ხაიში–მესტიის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-138 კმ) მოხსნილია მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ასევე კალა–უშგულის მონაკვეთზე (აღნიშნული გზის 170-186 კმ) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
რაც შეეხება ხაიში–კალას მონაკვეთს (ამავე საავტომობილო გზის 70-169 კმ), აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მესტია–კალას მონაკვეთზე (138-169 კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება ზუგდიდი–ხაიშის მონაკვეთს (საავტომობილო გზის 1-70 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი