თბილისი, 5 მარტი – Sputnik. დასავლეთი მზად შესთავაზოს უკრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან დააზუსტა, რომ კიევისთვის ამ გარანტიების შეთავაზებისთვის დრო ჯერ არ დამდგარა.
„ვფიქრობ, მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ ორგანიზება გავუწიოთ რაიმე სახის გარანტიას ამ ქვეყნისთვის სამომავლო მშვიდობიანი პერიოდისთვის. მაგრამ ჩვენ ამ მომენტამდე არ მივსულვართ", - განაცხადა კანცლერმა.
გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საბაბი შესაძლოა „რუსეთის ჯარების გაყვანა“ გახდეს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
თებერვლის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობას, მოამზადონ უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები უკრაინისთვის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ როგორც მის ტერიტორიაზე, ისე გათავისუფლებულ რეგიონებში.