საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტში დიდი სლემის ტურნირზე პირველი ოქრო მოიპოვა

ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა
Sputnik
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტი მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
3 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით ტაშკენტში იმართება ძიუდოს დიდი სლემის ტურნირი, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულები გათამაშდება.
100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ავსტრიელი აჰარონ ფარი იპონით დაამარცხა.
ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ტაშკენტის ტურნირზე პირველი ოქრო მოუტანა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტაშკენტის ტურნირზე გაემგზავრა >>
ერთი დღით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა 57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა. ახლა საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ორი მედლით მეოთხე ადგილზეა.
ტაშკენტის დიდი სლემის ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 49 ქვეყნიდან 372 სპორტსმენი დარეგისტრირდა, მათ შორის 191 მამაკაცი და 173 ქალი. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ცხრა ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.