წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 მარტი
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
5 მარტს დაბადებულები
5 მარტს კეთილი, დამყოლი, რბილი ხასიათის ადამიანები იბადებიან, ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ადამიანები და მზად არიან, მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაეშურონ. ამ დღეს დაბადებულები პოზიტიური ენერგიის მატარებელი, ნიჭიერი, იღბლიანი ადამიანები არიან. შეუძლიათ სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა და მწვერვალების დაპყრობა.
ოჯახური ცხოვრება არცთუ ბედნიერი აქვთ, მაგრამ ურთიერთობების გაწყვეტას ერიდებიან. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული ადამიანები არიან. ნიჭს იჩენენ სამეცნიერო - ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულებებით.
5 მარტს დაბადებულები შინაგანად წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები არიან. გარეგნულად რბილი, კეთილი, ჭკვიანი, ტაქტიანი პიროვნებები ჩანან, მაგრამ არავინ იცის, რად უღირთ მათ ეს. ისინი თითქოს მუდმივად ებრძვიან შინაგან დემონებს, არიან გულდახურული და გრძნობების ღიად გამოხატვა არ უყვართ. მათი სახე ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს აუღელვებლობისა და სიმშვიდის ნიღაბს, რაც ჭეშმარიტ ემოციებს ფარავს.
5 მარტს დაბადებულები შემოქმედებითი, მუშაობაში ძალზე პროდუქტიული ადამიანები არიან. თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან და ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი ახდენენ ძალების კონცენტრირებას, შეუძლიათ გამბედავი გადაწყვეტილებების მიღება, არ უშინდებიან კრიტიკასა და გაკიცხვას.
პირადი ცხოვრება შეიძლება მძიმე ჰქონდეთ. გამჭრიახობის წყალობით სხვა ადამიანების ღირსებებსაც ხედავენ და მანკიერ მხარეებსაც, თუმცა მათი ნაკლოვანებები გამოსწორებას არ ფიქრობენ, თუნდაც ეს მათი ძალზე ახლობელი ადამიანი იყოს; ისინი, უბრალოდ, ამას მდუმარედ იტანენ და ითმენენ, მაგრამ უპრინციპობის გამო საკუთარ თავსაც კიცხავენ.
მათი მარტოობის შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზია ის მაღალი მოთხოვნები, რასაც გარშემომყოფებს უყენებენ, ამიტომ ხშირად უჭირთ მათთვის შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათ, ვინც გააცნობიერებს ცხოვრებით უკმაყოფილების შინაგან მიზეზებს და ამაში მთელ სამყაროს არ დაადანაშაულებს, შეცვლის შესაძლებლობას მიიღებს. მათ სულიერი ცხოვრების კრიტერიუმების შეცვლით უნდა დაიწყონ.
ამ დღეს დაბადებულების გარე სამყაროსთან კონფლიქტების წყარო, შესაძლოა, ძალიან ღრმად არის მათში ჩამალული და შინაგან ბრძოლასა და შემოქმედებით "ძრავს" უკავშირდება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვათა შეფასება, მოსაზრება. ისინი უნდა მიჰყვნენ სულიერ ძალას, იყვნენ კეთილნი ყოველდღიურობაში და არ გაურთულონ ცხოვრება არც საკუთარ თავსა და არც სხვებს.
ჯანმრთელობა
5 მარტს დაბადებულების ფსიქოლოგიური არასტაბილურობა განწყობის დრამატულ ცვლილებებსა და ემოციურ აფეთქებებში ვლინდება. მათ ორგანიზმს ძალიან დაეხმარება ნებისყოფის განვითარება და ემოციების გაკონტროლება. ჯანმრთელობის საკითხებზე ხშირად რჩევისთვის მიმართავენ და აქ მთავარია, პროფესიონალი ექიმისგან ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ. ამ დღეს დაბადებულები სუფრასთან და საწოლში, შეიძლება ითქვას, "მარათონელები" არიან. მათ უნდა შეაკავონ ენერგია, რომ პარტნიორები მათ არ ჩამორჩნენ. ურიგო არ იქნება, თუ შეზღუდავენ ან საერთოდ უარს იტყვიან ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ტკბილეულზე.
რჩევა:
მართეთ საკუთარი ენერგია, რომ მან არ გმართოთ. პატივი ეცით არჩეულ პრიორიტეტებს და ხშირად იყავით მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ.