თურქეთში სირიის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ ანთაქიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თურქეთისა და სირიის საზღვართან შაბათს დილით 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც „რია ნოვოსტი“ ევროპულ-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე (EMSC) დაყრდნობით იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ ანთაქიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თურქეთი ჯერ კიდევ ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში ემსხვერპლა 44 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება. სირიაში მსხვერპლის რაოდენობა 8,5 ათასია.