თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში სასულიერო პირი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეს, იუწყება „ტვ პირველი“.
დაჭრილი 64 წლის ცოტნე თვარაძეა. შემთხვევა 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან 42 წლის მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს სასულიერო პირთან დაპირისპირება არ ჰქონია, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.
დაჭრილი კავკასიის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.