თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ჩაქვში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილია 17 წლის ახალგაზრდა.
რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.