ქართველმა მეკარემ ესპანეთი შეიძლება ინგლისზე გაცვალოს

მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს, იუწყება Todofichajes
გამოცემის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერიდან არანაკლებ 25 მლნ ევროს მიღებას გეგმავს. მედიის ცნობით, მამარდაშვილით დაინტერესებული არიან „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“.
მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ჯერჯერობით მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა ლევან სეთურიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებისთვის ინგლისში გამგზავრებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონზე მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთ შემთხვევაში კარი „მშრალად“ შეინახა.
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.