მსოფლიო დღეს

Bloomberg: ისრაელმა შესაძლოა ირანზე თავდასხმები დააჩქაროს

Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ირანს რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ების მიღება სურს, რაც, ისრაელის ოფიციალური პირების აზრით, დაბრკოლებად იქცევა ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე პოტენციური იერიშებისთვის, იუწყება სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, С-400-ების თეირანის ხელში აღმოჩენის პერსპექტივა შეამცირებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევების შანსებს, რის გამოც თელ-ავივმა შესაძლოა დააჩქროს თავდასხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

„რაც უფრო დიდხანს დავიცდით, მდგომარეობა მით უფრო გართულდება. ჩვენ ზედმეტად დიდხანს ვიცდიდით. მე ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მიიღოს“, — ციტირებს სააგენტო ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებს.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ „სრულფასოვან პარტნიორობას“ მიაღწია. დასავლეთში ირწმუნებიან, რომ ირანი რუსეთს სამხედრო დრონებს აწვდის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფენ.