ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქობულეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე აღმოაჩინეს. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.