კოჯრის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა აზეულას ციხეა
ის XI საუკუნეში აიგო
მიუხედავად ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, ის განსაკუთრებით ცნობილი იმითაა, რომ თამარ მეფემ სწორედ აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები
სანამ ციხისკენ წავალთ, შეგვიძლია თვითონ კოჯორი დავათვალიეროთ
ცოტამ თუ იცის, რომ საბჭოთა დროში კოჯორში ბერიას აგარაკი მდებარეობდა
ბერიას დახვრეტის შემდეგ, 1953 წელს მისი რეზიდენცია სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაში დარჩა. შემდეგ მასში გარკვეული დროით ბავშვთა ბანაკი მოეწყო
ბანაკის დახურვის შემდეგ რეზიდენცია მიტოვებული იყო, თუმცა თავისი არქიტექტურის წყალობით მაინც იქცევდა ყურადღებას
აქ ბევრი ოთახია, თუმცა საბჭოთა დროიდან აქ აღარაფერი შემორჩა, გარდა რამდენიმე ბუხრისა
ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება ეს დიდი ნათელი ოთახი, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადაჰყურებს
მთავარი ოთახი დაკეტილია. ქუჩიდან მოჩანს მისი ლურჯი ფასადი, თუმცა უკანა მხრიდან კედელი დაზიანებულია
მიმდებარედ კიდევ რამდენიმე ნახევრად დანგრეული ნაგებობა დგას, თუმცა ზოგიერთ მათგანში სიცოცხლის კვალი შეინიშნება
ცოტა ხნის წინ ბერიას აგარაკი და დაახლოებით 22,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა აუქციონის წესით კომპანია „იბეროტელმა“ შეიძინა
ახლა ეს კერძო საკუთრებაა და მის ტერიტორიაზე შესვლა ნებართვის გარეშე არ ღირს
აზეულას ციხისკენ მიმავალი გზა ჯობს ნავიგატორით მოიძიოთ, ან ადგილობრივებს ჰკითხოთ. ან ისარგებლეთ კოჯრის ავტობუსით, რომლის ბოლო გაჩერებაც ზუსტად ციხისკენ მიმავალი ბილიკის დასაწყისთანაა
თუ ამინდმა გაგიმართლათ, ციხეს ღრუბლებზე მოტივტივესაც დაინახავთ კოჯრის მაღლობებიდან. სანახაობა ენით აუწერლად ლამაზია. თუმცა ციხე სეზონის ყველა დროს შესანიშნავად გამოიყურება
ციხისკენ მიმავალი ბილიკი განსაკუთრებით ლამაზია. დათოვლილი გზა და გარშემო ტყე ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ
ციტადელის მახლობლად ხავსიანი კლდეებია აღმართული. მზიან ამინდში ხავსი და ყინული ფერთა ულამაზეს კომბინაციებს ქმნის. კლდეებში ასევე შენიშნავთ მცენარეებს, რომლებიც ზამთრის პირობებს ადვილად უძლებენ
ციხეზე ასასვლელად კარგად უნდა მოემზადოთ
ციხეზე ასასვლელად ლითონის კიბე უნდა აიაროთ, რომელიც საკმაოდ ციცაბოა, ზამთარში კი გაყინული და სრიალაც
ციხის მწვერვალზე აღმართულია საქართველოს დროშა
აქ მოსული ადამიანები ხშირად საათობით ტკბებიან მთის ხედებით და სუფთა ჰაერით, ზაფხულში კი ხშირად იმართება პიკნიკები და საოჯახო გასეირნებები
ზამთარში დიდი ხნით გაჩერება რთულია 1300 მეტრის სიმაღლეზე, მით უმეტეს, თუ ქარიანი ამინდია, თუმცა ამ ხედის თუნდაც ერთი წუთით ხილვაც აგავსებთ ბედნიერების განცდით!